ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პროკურატურა

სამართალი 1714059120

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტები - ერთ პირს ბრალდება წარედგინა.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის  პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება - ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თრომბი

საზოგადოება 1714058496

მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ

თრომბოზი სრულიად განკურნებადია, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, რისკის ქვეშ არიან, რადგან შემთხვევების მესამედში თრომბები სიკვდილს იწვევს. ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა და ექიმთან დროული კონსულტაცია არა მხოლოდ გიხსნით სისხლის მიმოქცევის პრობლემებისგან, არამედ გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეს. პირველ რიგში, მოდით შევეხოთ სისხლძარღვებში სისხლის შედედების გამომწვევ მიზეზებს.სხეული მათი ფორმირების დახმარებით ცდილობს დაზიანებული სისხლძარღვების შეკვრას და ეს პროცესი სრულიად ნორმალურია. თუმცა, სისხლის შედედება შეიძლება არასწორად ჩამოყალიბდეს და სავალალო შედეგი გამოიწვიოს. არასწორ ადგილას წარმოქმნილი სისხლის შედედება არღვევს სისხლის მიმოქცევის სისტემას და იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას.არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს სისხლის შედედებას.ისინი ყველაზე ხშირად ასოცირდება ცუდ ჯანმრთელობასთან, ცუდი ცხოვრების წესთან და სხვადასხვა პირობის იგნორირებასთან - ჭარბი წონა სიმსუქნის ეტაპზე; ონკოლოგია და მასთან დაკავშირებული მკურნალობის პროცედურები;თრომბოზული დარღვევები - კუნთების, ლიგატების მოტეხილობები და რღვევებიქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით გადაადგილების იძულებითი შეზღუდვით;ოპერაციის შემდეგ, ნადები, თაბაშირი;უძრაობა დიდი ხნის განმავლობაში: ფრენები, დიდი ხნით ჯდომის ჩვევა გადაჯვარედინებული ფეხებით;ჰორმონალური თერაპია, განსაკუთრებით ესტროგენით;ორალური კონტრაცეპტივები ესტროგენით;ორსულობის მდგომარეობა და აღდგენის პერიოდი მის შემდეგ;გულის პრობლემები: არარეგულარული რიტმი, წინაგულების ფიბრილაცია.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714058474

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს გამართავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.ბრიფინგი 20:00 საათზე არის ჩანიშნული.უცნობია რა საკითხზე ისაუბრებს პარტიის გენერალური მდივანი.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714056093

გია აბაშიძე - თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი

 თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ესაჭიროება, ხოლო შანტაჟისტი ევროკანონმდებლების არასავალდებულო რეზოლუცია ასეთად ვერ იქნება. მისივე თქმით, ხსენებული სამარცხვინო დოკუმენტის მიღებით, ევროპარლამენტარებმა დაგვანახვეს, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს.„თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. ამასთან, პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ესაჭიროება, ხოლო შანტაჟისტი ევროკანონმდებლების არასავალდებულო რეზოლუცია ასეთად ვერ იქნება. ხსენებული სამარცხვინო დოკუმენტის მიღებით, ევროპარლამენტარებმა დაგვანახვეს, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს. ამ ყველაფრის უგულებელყოფა კი ძალიან შორსაა ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობებისგან“, წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლიტიკა 1714056018

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება - ილია დარჩიაშვილი

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება, საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.„სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.ევროპარლამენტმა დღეს რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე – „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.