ბავშვები რიონის გვირაბში გაიჭედნენ და 112 გამოიძახეს - ნახეთ ვიდეო

14:43 11-04-2019
2

ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში ორი მოზარდი ჩარჩა და უსაფრთხო ადგილას გასვლას ვერ ახერხებდნენ.

112-ში შესული შეტყობინების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა  სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით უვნებლად ამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.