როგორ უნდა მოვიხსენიოთ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე სინოდის სასჯელის შემდეგ

13:26 11-04-2019
1184

„მისი მოხსენიება მამაოს ან ბერი პეტრეს სახელით არასწორი და არაკორექტულია“,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა საპატრიარქოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„მედიასაშუალებებით მეუფე პეტრეს მოხსენიება ხდება არასწორად. მეუფე პეტრე ხარისხიდან არ განკვეთილა. მას დროებით აეკრძალა მღვდელმსახურების უფლება. კანონიკური სამართლის მიხედვით, მას საეპისკოპოსო ხარისხი შენარჩუნებული აქვს. შესაბამისად, მისი მოხსენიება ხდება ისე, როგორც აქამდე - ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი პეტრეს სახელით.

მისი მოხსენიება მამაოს, ან ბერი პეტრეს სახელით არასწორი და არაკორექტულია. ჩვენ ჩვეულებრივად მას ვიხსენიებთ მეუფე პეტრეს სახელით.

ზოგადად, კანონიკური სამართლის მიხედვით, სასჯელები არის განსხვავებული - არის მღვდელმსახურების შეწყვეტა, როცა მას არ აქვს მღვდელმსახურების ჩატარების უფლება.

ეპისკოპოსის - როდესაც მას არ აქვს უფლება მართოს ეპარქია. როდესაც ამ ყველაფრის შეჩერება ხდება და არა განკვეთა, მაშინ პირს ისევ იმ სტატუსით ვიხსენიებთ. რა თქმა უნდა, ამას აქვს დროებითი ხასიათი და თუ პირი მოინანიებს, მაშინ მისი უფლებების აღდგენა კვლავ ხდება. ეს დამოკიდებულია მეუფე პეტრეს სინანულზე“,- განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს  სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები,ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.

ავტორი: ნინი ტაველიძე