გორის, საჩხერისა და ახალგორის ოკუპირებული სოფლების აბონენტების ელექტროენერგიის დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარება

13:24 11-04-2019
17

რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე – გორის, საჩხერისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

მთავრობის განკარგულებით, თანხების გამოყოფა ეკონომიკის სამინისტროს დაევალა. შესაბამისი ანგარიში კი სახელმწიფოს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ წარუდგინა.

საუბარია 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე.