ახალციხეში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ მეორედ გაქურდეს

13:12 11-04-2019

ქალაქ ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე „ზუმერი“ მეორედ გაქურდეს. შემთხვევა 4 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. მენეჯერის თქმით, წაღებულია ტექნიკა, თუმცა, კომპანიაში ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ იციან.

„დაზიანებული იყო ერთ-ერთი ვიტრინა, ტექნიკა წაღებულია, მაგრამ რა და რამდენი ჯერ არ ვიცი, ახლა ვაკეთებთ აღწერას. ობიექტზე სიგნალიზაციაც გვაქვს და ვიდეოთვალიც“, - გვითხრა რიტა პარუნაშვილმა.

მაღაზია პირველად 15 ივლისს გაქურდეს. მაშინ „ზუმერიდან“ მობილური ტელეფონები მოიპარეს. შსს-მ რამდენიმე დღეში ქურდობაში ბრალდებულები, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ცხელ კვალზე ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთასნხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთის ვადით 4-დან 7-წლამდე ისჯება.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე