ბიძინა ივანიშვილმა ბერა დაიცვა: კომენტარის ღირსიც არ არის, რაც ბერას გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა

12:59 11-04-2019
25

გამოცემა Entrepreneur Georgia პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გამოცემასთან ბიზნესმენს საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოვიდა და საკითხები შეეხო ეკონომიკას, ბიზნეს, ივანიშვილის ახალ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. 

ჟურნალისტმა მას ბერა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ ქველმოქმედებაზეც დაუსვა კითხვა. ბერამ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხანძრისგან დაზიანებული ამაზონის ტყისთვის 1 მილიონდ დოლარს გადარიცხავს. ამას დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.

„ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთის და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში – ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო.

ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზაობა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.