მე ინტიმური ურთიერთობები მქონდა საპირისპირო სქესთან და ამით ვარ ძლიერი - სანდრო ბრეგაძე

12:37 11-04-2019
943

„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფილმის რეჟისორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“

„ამ ფილმის რეჟისორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ ნახეს ჩემი ინტიმური სცენები, და ნახა ბაჩო ახალაიამ, მე არ მეშინია. იმიტომ, რომ მე ყველანაირი გადახრების გარეშე ვცხოვრობ. მე ჩემი ინტიმური ურთიერთობები მქონდა საპირისპირო სქესთან და ამით მე ვარ ძლიერი“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფილმის ჩვენებას რ დაუშვებენ და კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ.

ფილმის პრემიერა თბილისსა და ბათუმში 8-9-10 ნოემბერსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.

ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ავტორი: ნინი ტაველიძე