აპოსტილი თუ გაქვთ? - კი, ყოველ დღე ვპოსტავ, ძირითადად პოლიტიკაზე... - (იუსტიციის სახლის მარგალიტები)

12:21 11-04-2019
19

ამას წიანთ იუსტიციის სახლში ახალგაზრდა მამაკაცმა ოპერატორს საბუთები მიაწოდა და რაღაც ჰკითხა. გოგონამ უპასუხა: - აპოსტილი თუ გაქვთ, პრობლემა არ გექნებათო.

- კი, დავპოსტე ამ დილას, საერთოდ, ყოველ დღე ვპოსტავო...

- რას პოსტავთო, - გოგონამ გაოგნებულმა ჰკითხა.

- ყველაფერზე ვპოსტავ, მაგრამ უფრო პოლიტიკაზეო. 

- facebook-ში პოსტავთ? - დააზუსტა გოგონამ.

- კი, facebook-ში ვპოსტავო.

ამ ამბავმა ჩემი და ნინო ფერიშვილის შეხვედრა და საუბარი გამახსენა. ნინო იუსტიციის სახლში გახსნის დღიდან მუშაობს. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა და მომსახურებისას უამრავ კურიოზსაც აწყდება, რასაც მომხმარებლისგან შეუმჩნევლად ფურცელზე იწერს და ინახავს.

ნინო ფერიშვილი: 

- ტერიტორია, სადაც მოქალაქეთა მიღება ხდება, ე.წ. სივრცეებად არის დაყოფილი. სულ 25 სივრცეა და 300-ზე მეტი ოპერატორი. ჰოდა, ამ სივრცეებს მოქალაქეებმა მალე ახალი სახელი მოუძებნეს. ასე, მაგალი-თად, მოქალაქეები ხშირად კითხულობენ: მე-9 სიბრტყეს, განზომილე-ბას, კალათას, სამყაროს, ატმოსფეროს,შრეს, ბლოკს,გალაქტიკას. ერთხელ მე-7 ბაქანი და მე-5 საკანიც იკითხეს... ახალი ინტერპრეტაციებიც გვაქვს ე.წ. სივრცეების, რომლებსაც ახლა პავილიონები შეარქვეს: მე-3 ტაბლოზე მიდიან, მე-17 დერეფანს ეძებენ, ხანდახან მე-11 საცავისკენ მი-ისწრაფვიან და მე-7 ზონასაც აღმოაჩენენ ხოლმე. რაც შეეხება ელექტრო-ნულ პირადობის მოწმობას, ე.წ. ID-ბარათს, ინტერპრეტაციები მრავალია ისევე, როგორც ადამიანის ფანტაზიაა უსაზღვრო და უკიდეგანო: ჯიპიანი პირადობა, ვითიბი ბარათი, აიტივი ბარათი, აი ჯი ბარათი, აიდა ბა-რათი, ჩიფსიანი პირადობა, იუდას ბარათი, ჩიყვიანი პირადობა! რაც შეეხება აპოსტილსა და იპოთეკას, აქ ფანტაზია შორს გაიჭრება ხოლმე, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ: აპოსული, აპიტნო-ლი, აპოლიქსი, დიდი პეჩატი, აპოსტილიზაცია, ავოსტივი, ნაოსუ-ლი, ამპოსტილი, აპოსტოპილე, აპოსტროფი, პასტელიზაცია. საინ-ტერესოა ჩუქების, როგორც სიტყვის ინტერპრეტაცია. ხშირად ამბობენ ხოლმე: ქუჩურობა, ჩუქულობა, ჩუქუნობა და ჩუქნინება

მოგახსენებთ ყველაზე საინტერესო მოთხოვნებს:

იმპოტეკასთან მაქვს პრობლემა და მოგვარება მინდა! - იპოთეკის მოხ-სნას გულისხმობს.

მე-17 იმაში მინდა! - მე-17 სივრცეში უნდა მოხვედრა.

ბინის ორდენი მინდა! - ორდერს გულისხმობდა.

მე-15 გვერდი სად არის, ხომ ვერ მეტყვით? - სივრცეს გულისხმობს.

ამუნისიები ყოფილა რაღაც და ჩემზე იმოქმედებს? - ამნისტიის შესახებ უნდა ინფორმაცია.

საჩქარო ბარათი მინდა! - IDბარათის დამზადების დაჩქარება სურდა.

დაბადების დღის პრივატიზაცია მინდა! - დაბადების მოწმობის აპოსტი-ლით დამოწმება უნდა.

პულტივიზა მინდა! - მულტი ვიზა უნდოდა.

ბოგანოს საბუთი მინდა - გულისხმობდა ცნობას იმის შესახებ, რომ კონ-კრეტული პიროვნების სახელზე ქონება არ ირიცხება.

გოგონა, სხვა რეისში გამაგზავნეს, - სხვა სივრცეში გადაამისამართეს.

საგარეო პასპორტი მინდა! - საზღვარგარეთის პასპორტი სურს.

მეორადი მოქალაქეობა მინდა, - ორმაგი მოქალაქეობა უნდა.

შიგნითა პასპორტი მინდა, - პირადობის მოწმობის დამზადება სურს.

მეტრიკის დასაპორტირებლად ვარ მოსული, - დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება.

ქართული ენის გაკეთება მინდა, - პირადობის მოწმობის დამზადება სურ-და.

პასპორტზე რომელ ჯიხურში მივიდე? - სივრცეს გულისხმობდა.

ბავშვის აპოსტილიზაციის გაკეთება მინდა, - ბავშვის დაბადების მოწმო-ბის აპოსტილით დამოწმება სურდა.

მე-14 სტაიანკა სად არის? - სივრცეს გულისხმობდა.

ბავშვის დასამოწმებელი ქაღალდი მაქვს გამოსატანი, - დაბადების მოწმო-ბის წასაღებადაა მოსული.

გოგონა, სასაჩუქრე ბარათი სახლში დამრჩა და შევძლებ, ხომ, პირადობის მოწმობის ისე გამოტანას? 

მიდი ერთი, კლიონკა მომე, რა, - ფაილი სურს, ქაღალდის ჩასადებად.

სიტუაციები, როცა სახლში უცხო პირია ჩაწერილი და მისი ამოწერა სურთ ან უბრალოდ, რამდენი პირია ჩაწერილი, ამის გასარკვევად არიან მოსული:

ხალხის ამორეგისტრირება მინდა.

ბინიდან თაობის ამოწერაზე მინდა რიგის ნომერი.

ადამიანის გაწერა მინდა მისამართიდან.

ჩემს სახლში ვინ არის შეწერილი?

ბინაში ბევრი გამყიდველებია და უნდა წავშალო.

სულიერების შესახებ მინდა ცნობა.

რიგის ნომერი მინდა სულების ამოწერაზე!

ბინის გასუფთავება მინდა.

ამოწერის რეესტრი მინდა.

ჩემთან ზედმეტი სული ზის საჯარო რეესტრში.

„სახლში სამი კაცი ზედმეტი მაზის და რა ვქნა?“

„გოგონა, ასოს შეცვლის თაობაზე ვარ მოსული“. - გვარში ერთი ასო შეცდომით ჰქონდა ჩაწერილი.

ბავშვის ჩემი პირადობის მოწმობიდან ამოწერა მინდა და მამამისის პირა-დობის მოწმობაში ჩაწერა. - ბინაში რეგისტრაციაზეა საუბარი.

ასე მითხრეს, წინ რომ რეესტრია ხიდზე, იქ რომ მიხვალ, მიწას დაკარგა-ვო! - მიწის ნაკვეთის გადაფორმებაზეა საუბარი.

ნაკვეთის აკრძალვაზე ვარ მოსული. - ყადაღის დადებას გულისხმობს.

ბავშვის დედანი მინდა. - დაბადების განმეორებითი მოწმობა სურდა.

ბავშვის გამოწერაზე ვარ მოსული. - დაბადების მოწმობის გატანა სურდა ბატონს, რომ ბავშვი სამშობიაროდან გამოეწერა.

ბავშვის გადაფორმება მინდა. - ბინაში რეგისტრაცია სურდა.

რეგისტრაციის დარეგისტრირება მინდა.

იურიდიულ პირთან მინდა კონსულტაცია! - იურისტთან სურდა კონ-სულტაცია.

დიდხანს რომაა კონსულტაცია, იმ სპეციალურ ოპერატორთან მინდა. - სივრცის კოორდინატორს გულისხმობდა.

ყადაღებში როგორ შევიდე?

გარდაცვალების მე-5 ზონა აქ არის?

რთული მომსახურების ტიპებთან გამიშვი რა! - სივრცის კოორდინატორს გულისხმობდა.

მკვდრის გასაფორმებლად ვარ მოსული. - გარდაცვალების მოწმობა უნ-დოდა.

პირადობის პასპორტი მინდა!

უძრავი მიწის ქონება სად ვნახო?

საქართველოზე ვამბობ უარს! - მოქალაქეობიდან გასვლა სურდა.

საინფორმაციო პროგრამა თქვენ ხართ?

მიცვალებულის გაფორმებაა საჭირო. - გარდაცვალების რეგისტრაციას გულისხმობდა.

სასიკვდილო ცნობა მინდა. - გარდაცვალების მოწმობას გულისხმობდა.

საზიარო რეესტრი მინდა - საჯარო რეესტრს ეძებდა.

საშვი მომეცით ხანგრძლივი სიგრძის ოპერატორთან, - რიგის ნომერი უნ-დოდა ხანგრძლივი მომსახურების სივრცის ოპერატორთან.

ახალაშენებულის ცნობა მინდა. - ახალშობილი ბავშვის დაბადების მოწ-მობა სურდა.

ახლად ნამშობიარების ცნობა მინდა - ახალშობილის დაბადების მოწმობა უნდოდა.

ბავშვზე ვარ მოსული, მოვაკითხე, - ბავშვის რეგისტრაცია უნდოდა ბინა-ში.

რთული ოპერაცია მინდა - რთულ საქმეთა ოპერატორს ეძებდა.

სწრაფი რეაგირების ოპერატორი მინდა - დაჩქარებული სერვისის მიღება სურდა.

აქედან რით წავიდე მარტყოფში?

ხუთია მოსული და მე ვარ ერთი - წყლის ქვითარში 5 სული იყო დაფიქ-სირებული და ბინაში ერთი პიროვნება ცხოვრობდა.

გამრავლება მინდა თქვენთან, - ასლების გადაღება სურდა.

ყადაღა მადევს და მომხსენი!

მესამე სივრცეში დამარეგისტრირე რა, მესიჯი მომივიდა, ჩაიპოთეკება მინდა.

მეტრომანზე ბალანსი რამდენი მაქვს?

ქვითრებში მაქვს გაბერილი - სულადობა ჰქონდა მომატებული.

ასო მქონდა დიდი და ახლა პატარა მიჩანს და რა ვქნა? - პასპორტში ლა-თინური ასოებით მითითებულ სახელზეა საუბარი.

 

მარი ჯაფარიძე