„მკვლელს და ფულის ხამს მეძახიან,..“ - ცნობილ ვეტერინარს ცხოველების მკვლელობაში ადანაშაულებენ

11:25 11-04-2019
1328

ცნობილ ქეიმ-ვეტერინარს არტურ ლაგოვსკის ცხოველების მკველობაში და არაჰუმანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ვეტერინარი ,,პრაიმტაიმთან“ საუბრისას რამდენიმე შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ ცხოველის პატრონმა სასამართლოშიც კი უჩივლა თუმცა დავა წააგო.

ექიმი მისი მისამართით გავრცელებულ უარყოფით კომენტარებს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ახალი კლინიკა გახსნა და ლოკაცია შეიცვალა.

„არაერთი პროვოკატორი და ცუდი სიტუაცია დაგვხვდა ამ რაიონში. ღამის სამ საათზე მკვდარი მტრედი მოიყვანეს, მე ამ დროს ოპერაციას ვაკეთებდი. გოგოებს დაუგდეს ეს მტრედი და უთხრეს „უმკურნალეთ!“- ორ დღეში მოაკითხეს ამ მტრედს და რა თქმა უნდა გარდაცვლილი დახვდათ. რასაც მოჰყვა ჩხუბი, გამოიძახეს პოლიცია“,- ჰყვება არტურ ლაგოვსკი.

ექიმი არ უარყოფს ფაქტს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად მის კლინიკაში 3 ცხოველი დაიღუპა.

„რაც შეეხება ვადაგასულ ძაფებს, ვყიდულობდი ერთი ადამიანისგან, რომელსაც ვთვლიდი, რომ არ სჭირდებოდა გადამოწმება, წლები ვთანამშრომლობდით. გართულება მოჰყვა 7 ცხოველს. 2 კატას და 5 ძაღლს. საიდანაც სამი ცხოველი დაიღუპა. მომხდარის შემდეგ გავწყვიტე ყოველგვარი კავშირი ამ ადამიანთან..კიდევ ერთმა ქალბატონმა მიჩივლა სასამართლოში თითქოს ოპერაციის შემდეგ აღარ ვუვლიდი მის ძაღლს, გახსნილი ნაკერებით დადიოდა. მსგავსი რამ არ ყოფილა, მიჩივლა და წააგო ეს სასამართლო დავა. ბევრი ნიუანსია გოგონები, რომლებიც აქტიურობენ და რაღაც სისულელეებს წერენ, თავიანთი აზრი კი გააჩნიათ მაგრამ არიან არაკომპეტენტურები, არ აქვთ არც შესაბამისი განათლება და ხშირშემთხვევაში არასრულწლოვნები არიან. რეალურად როცა ვუხსნი რაც სჭირთ მის ძაღლს არც უნდათ, რომ გაიგონ და არც ესმით. ამ ფონზე არაადამიანს და ფულის ხამს მეძახიან, ფულის გამო ნამდვილად არ ვმუშაობ, შეიძლება იცოდეთ ბევრ რამეს  უფასოდ ვაკეთებ და ვეხმარები მიუსაფარ ცხოველებს. თიკო კვალიაშვილი, რომელიც ცხოველებს ეხმარება 2000 ლარი ჰქონდა კლინიკის დავალიანება, მაგრამ ვაპატიე და ვუთხარი რომ ამ თანხით ისევ უპატრონო ცხოველებს დახმარებოდა. 10 წელია ვმუშაობ ამ სფეროში ვეტერინარად და ყოველ წელს დავდივარ ან წელიწადში რამოდენიმეჯერ დავდივარ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად“,- ამბობს ვეტერინარი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე