ყოფილი სტიქაროსნები, რომლებიც ახლა ცნობილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები არიან

11:05 11-04-2019
2233

სტიქარი, სულხან-საბას განმარტებით, სამღვდელო კვართია. კვართი სიწმინდის სიმბოლოდ არის მიჩნეული საეკლესიო მსახურებისას და სასულიერო დასი ამ შესამოსელს გამორჩეული სიწმინდის ნიშნად ატარებს. „შევიმოსე კვართი უფლისა“, - ამბობს მოძღვარი საკურთხეველში შესვლისას და შემოსვისთანავე ანგელოზებრივად წარდგება ღვთისმსახურების წინაშე.

კვართით, ანუ სტიქარით შემოსვა თავად სტიქაროსნებსაც წმინდა, ანგელოზებრივ მსახურებას ავალებს.

ღვთის მსახურების ხარისხში აყვანილმა მრავალმა პირმა საქმიანობა სწორედ სტიქაროსნობით დაიწყო. მაგრამ არიან სტიქაროსნები, რომლებმაც საქმიანობა პოლიტიკაში, მედიაში, ან სხვა მიმართულებით გააგრძელეს.

მაგალითად, დღეს აქტიური პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ერთ დროს პატრიარქის სტიქაროსანი იყო, ის ლექციასაც კითხულობდა რელიგიის ისტორიაში.

ფოტოზე: გიორგი გაბუნია; გიგი უგულავა

სტიქაროსნად მსახურობდა სამებაში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია.

ტელეწამყვანმა გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ საპატრიარქოს ირგვლივ განვითრაებული მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ პატრიარქი შეეცოდა.

გთავაზობთ ცნობილების არასრულ ჩამოათვალს, რომლებსაც თავის დროზე სტიქარი ეცვათ:

სოსო გოგაშვილი სუსის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე

width=463

სტიქაროსანი იყო კობა სუბელიანი

ჟურნალისტი ლევან სუთიძე

რუსთავის ყოფილი მერი დავით ჯიქია

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობი ვასო ფხაკაძე

ბესო ბერულაშვილი (მსახიობი)

ვარლამ წიკლაური (ჟურნალისტი)

width=600