უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

08:07 11-04-2019
213

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 4 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

ვაკის რაიონი​ – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლევან ქართლელიშვილის, კიკნაძის, სართანიას, გიორგი სააკაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის, ნიკო მარის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, კამალოვის, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, გაბაშვილის, თამარაშვილის, ქავთარაძისა და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 დასახლების  IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – ​09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნადიკვარის II ქუჩის, ლორთქიფანიძის, ბექა ოპიზარის, საბანაძის, იაკობ ცურტაველის, წალკის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, დეკაბრისტების, გრიშაშვილის, ქუმსიაშვილისა და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.