ეთიოპიაში პროტესტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა

23:59 11-03-2019

ეთიოპიაში ბოლოდროინდელი პროტესტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმადმა მოქალაქეებს მოუწოდა დაუპირისპირდნენ ძალებს, რომლებიც ქვეყნის წინსვლას საფრთხეს უქმნიან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ეთიოპიაში დაპირისპირების შედეგად მინიმუმ 78 ადამიანი დაიღუპა. ხოლო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხალხისა და მათი ქონების დაცვაში ხელისუფლება პასუხიმგებლობას არ აიღებს.