უმძიმესი კადრები - ინგლისის პრემიერ ლიგაში „ევერტონის“ ვარსკვლავმა ფეხი მოიტეხა

22:41 11-03-2019
271

სამწუხარო შემთხვევა მოხდა ინგლისის პრემიერ ლიგაში „ევერტონისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ შეხვედრის დროს.

მატჩის 79-ე წუთზე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სონ იონ მინი ანრე გომეშს შეეჯახა. შეჯახება იმდენად მძიმე გამოდგა, რომ გომეშს ფეხი მოტყდა და უმძიმესი ტრამვა მიიღო. ლონდონური კლუბის ფეხბურთელი მატჩის არბიტრმა მოედნიდან გააძევა, ანდრე გომეშს კი რა ბედი ეწევა ჯერჯერობით უცნობია. როგორც წესი, ასეთი სიმძიმის ტრამვის შემდეგ, ფეხბურთელებს მინიმუმ ერთი წელი უცდებათ.

მატჩი საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.