ვინ ხარ ბიჭო? პატრიარქზე იწევ? - მამა შალვა კეკელიას ემოციური ქადაგება (ვიდეო)

21:57 11-03-2019
8

დღეს, დეკანოზ შალვა კეკელიას ემოციური ქადაგება ჰქონდა, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტის პეტრე ცაავას სკანდალური განცხადებების შეფასებისას განაცხადა. ქადაგების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ვნახეთ როგორ გამოაგდეს სინოდიდან ეშმაკი და როგორ გაჰკიოდა. ვინ ბიჭო, პატრიარქზე იწევ შენ? პატრიარქზე მოხუც კაცზე? და კიდევ ვინც ამ ადამიანს გაამართლებს. ვინ ხარ, სად გაიზარდე.“, - თქვა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს, მის ნაცვლად კი ჭყონდიდის ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი გაამწესეს.