სარფში იშვიათი სახეობის თევზი დაიჭირეს

19:19 11-03-2019

​მეთევზეებმა სარფში შავი ზღვის აუზისთვის დამახასიათებელი იშვიათი ჯიშის თევზი „ბოპსი“ დაიჭირეს. ამის შესახებ ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გუჩმანიძე ამბობს, საქართველოში ამ სახეობის თევზი ბოლოს 2009 წელს იპოვა.

„რამოდენიმე დღის უკან სარფში მეთევზის მიერ მოპოვებული იქნა შავი ზღვის აუზისთვის იშვიათი სახეობის თევზი ბოპსი: Boops boops (Linnaeus, 1758). იგი საქართველოს სანაპიროზე ბოლოს ნაპოვნია (დადასტურებულად) ჩემს მიერ ქობულეთის აქვატორიაში 2009 წელს-1 ეგზემპლარი. ზოგადად ეს თევზი საქართველოს წყლებში ძალზედ იშვიათია. სულ მისი მოპოვების რამოდენიმე დადასტურებული შემთხვევა ცნობილი. ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს (მორმირის შემდეგ) მედიტერანიზაციის პროცესის გააქტიურებას. მორიმირი უკვე კარგად დამკვიდრდა შავი ზღვის იქთიოფაუნაში ვნახოთ რა განვითარება ექნება ამ სახეობის გამოჩენას ჩვენს წყლებში“, - წერს არჩილ გუჩმანიძე.