კრიშტიანო რონალდოს სტილისტი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

17:07 11-03-2019

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი რიკარდო მარკეს ფერეირა გუშინ, გვიან ღამით ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ mundo eportivo ავრცელებს.

მამაკაცი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა. მისი თქმით, სტილისტი სისხლიან ლოგინში იწვა, ოთახში კი ალკოჰოლის სუნი იდგა. ფერეირას სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.