იღუმენია თამარ გამყრელიძემ წინამძღვრის პოზიცია დატოვა

13:30 11-03-2019
122

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ წინამძღვრის პოზიცია დატოვა. დედების ერთსულოვნებით, მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ვრჩები ეპარქიაში. არის პროტესტი უსამართლობის გამო. ჭყონდიდის ეპარქიაში არის ბევრი ტაძარი გახსნილი. ვიმსახურებ ერთ-ერთ ტაძარში, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ჩვენც გვაქვს მონასტერი წმინდა ნინოს სახელობის, ჩვენთან ვინც იქნება მოძღვარი, ვივლით იმასთან. მეუფე გრიგოლის წირვაზე არ დავდგებით“, – განაცხადა დედა სოსანამ.

იღუმენია თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვება სინოდის სხდომის შემდეგ გადაწყვიტა.  მისი განმარტებით, ის ამ ფორმით მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებს.