ქუთაის–გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელი საკვირაო წირვას არ აღავლენს

11:27 11-03-2019

ქუთაის–გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელი საკვირაო წირვას შესაბამის ეპარქიაში დღეს არ ატარებს, რადგან ის ამ დროისთვის თბილისში იმყოფება.

მოძღვრები განმარტავენ, რომ მეუფეს ეპარქიაში სამშაბათს, 5 ნოემბერს ელოდებიან.

„რაღაც საქმეებს აგვარებს თბილისში და სამშაბათს ჩამოვა“, – ამბობენ სასულიერო პირები.

ეპარქიის წინამორბედი მმართველი მეუფე კალისტრატე ყოველ კვირას ბაგრატის ტაძარში წირავდა, ხოლო დანარჩენ დღეებში სხვადასხვა ეკლესაში პარაკლისებს ატარებდა.

მეუფე იოანე გამრეკელი ქუთაისი–გენათის წინამძღოლად 31 ოქტომბერს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომაზე დანიშნეს.

მანამდე იგი ეპარქიის დაობლების შემდეგ 4 თვე დროებითი წინამძღოლი იყო.

ავტორი: თეონა აბესაძე