შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც საკუთარი ავტომობილის მოპარვა გაითამაშა

11:22 11-03-2019
191

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 60 წლის ფ.ს. დააკავა.მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს.

ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.