ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა

10:15 11-03-2019
238

საკვირაო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.  პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში უკვე მიბრძანდა.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს.

შეგახსენებთ, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 27 ოქტომბერს საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.