ტყიბულის მინდელის სახელობის შახტმა მუშაობა განაახლა

09:46 11-03-2019
21

მინდელის სახელობის შახტში მუშაობა გუშინ განახლდა. ტყიბულის შახტების ახალი ოპერატორი კომპანიის „ქოალ ოფ ჯორჯია"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდმარე, მიხეილ სოცკი ამბობს, რომ ტყიბულის შახტში უსაფრთხოების ნორმებს მკაცრად დაიცავენ და ტყიბულის შახტში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებენ. 

„ვფიქრობ, ჩვენი გუნდი შეძლებს შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აფეთქებითი სამუშოებისადმი მიდგომასაც ვცვლით და თანამშრომლების გადამზადება ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს", - ამბობს მიხეილ სოცკი. 

შახტაში საწარმო პროცესი 2018 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებისას, მეშახტეების დაღუპვის შემდეგ შეჩერდა.