პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება - მსოფლიოს უცნაური კანონები

23:47 11-02-2019
158

მსოფლიოში ქვეყნებს უცნაური კანონები გააჩნია. მაგალითად, აშშ-ში, ტეხასის შტატში ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა არის აკრძალულია.

შვეიცარიაში აკრძალეს მთებში ტურისტების შიშველი სიარული.

ისრაელში 2014 წლიდან აიკრძალა ძალიან გამხდარი გოგონების რეკლამებში გადაღება. ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვების და გოგონების დიდი ნაწილი თავს იტანჯავს შიმშილით, რათა იდეალური ფიგურა ჰქონდეთ.

ფლორიდაში აკრძალულია შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე, აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. 

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.

პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება.

ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას.  ნიუ-იორკში კი სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. რაც მთავარია, ამერიკაში კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან.

წყარო: ესპერსონა