ბრიტანეთის დედოფალი 775 ოთახიდან მხოლოდ 6-ს იყენებს - ვის შეუძლია ამ ოთახებში შესვლა

23:11 11-02-2019

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მოკრძალებულად ცხოვრობს და ბუკინგემის სასახლის 775 ოთახიდან მხოლოდ 6-ს იყენებს. Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვის შეუძლია დედოფლის ოთახში შესვლა.

დედოფლის მკერავის ანჟელა კელის მემუარებიდან გაირკვა, რომ დედოფალი ამ ოთახებში მხოლოდ ქმარს, ედინბურგის ჰერცოგს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს უშვებს. 

ანჟელა კელის თქმით, აქამდე გავრცელებული ინფორმაცია ელისაბედ მეორის მოსასვენებელი ოთახების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ადამიანები ავრცელებდნენ ჭორებს ყურადღების მისაქცევად. 

ცნობილია, რომ უცხო ადამიანებს მხოლოდ ბუკინგემის სასახლის „სახელმწიფო ოთახებში“ უშვებენ, კერძოდ სამეჯლისო და სამეფო დარბაზებსა და თეთრ ოთახში. ეს ოთახები 10 კვირა ღიაა ვიზიტებისთვის ზაფხულში. ამ დროს დედოფალი შვებულებაშია. ფოტოგრაფებისთვის ასევე ღიაა შეხვედრების ოთახი. სხვა ოთახებში უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ.