ადამიანებს ძალიან ბევრი ნეგატივი ჰქონდათ და ისინი ანთხევდნენ ამ ნეგატივს - არმინე არუთინიანი საქართველოშია (ვიდეო)

22:35 11-02-2019
253

სომეხი გოგონა, არმინე არუთინიანი, რომელიც „გუჩის“ ჩვენების წინა პერფორმანსზე გამოვიდა, საქართველოშია. ის საქართველოში „დალოოდის“ ჩვენებაში მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფება. 

როგორც არმინე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მას საქართველო ძალიან უყვარს და ხშირად სტუმრობს. 

„საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ, მიყვარს საქართველო. აქ „დალოოდის“-ის შოუსთვის ჩამოვედი და მონაწილეობას ვიღებ ჩვენებაში. Gucci -is  სახე არ გავმხდარვარ, ეს დეზინფორმაციაა. მე უბრალოდ მონაწილეობა მივიღე შოუში. მე აქ ბევრი მეგობარი მყავს, ამიტომ თბილისი ჩემთან ძალიან ახლოს არის.

თავიდან ვკითხულობდი ჩემზე კომენტარებს, მერე აღარ. ადამიანებს ძალიან ბევრი ნეგატივი ჰქონდათ და ისინი ანთხევდნენ ამ ნეგატივს, ახლა იმედია გათავისუფლდნენ ამისგან“, - ამბობს არმინე არუთინიანი.