ქობულეთში მოქალაქეებს წავი „გიგანტური ვირთხა“ ეგონათ და მაშველები გამოიძახეს

22:25 11-02-2019

ქობულეთში, სანაპიროსთან ახლოს, დიდი ზომის წავი იპოვეს, მოქალაქეებს „გიგანტური ვირთხა“ ეგონათ და მაშველები გამოიძახეს.

მაშველებს ადგილზე ამოუცნობი ცხოველის ნაცვლად, წავი დახვდათ. როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, დიდი ზომის წავი აიყვანეს და ახლომდებარე ტყეში გაუშვეს.

ვიდეო: ლეღვა