მოსკოვის ცენტრში ​რუსეთის შსს-ს მაღალჩინოსანი ჩაცხრილეს - ვიდეო

22:14 11-02-2019
22

რუსეთში, მოსკოვის ცენტრში ინგუშეთის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ელჯარკიევი ჩაცხრილეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსულ მედიაში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, რომ უცნობი პირი თავს ესხმის მაღალჩინოსანის მანქანას. ჯერჯერობით უცნობია გადარჩა თუ არა იბრაჰიმ ელჯარკიევი. გავრცელებული ცნობით, მანქანაში ასევე იმყოფებოდა მაღალჩინოსნის ძმაც.