ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

18:51 11-02-2019
33

რუსეთში, ქალაქ იჟევსკში ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

დღეს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში ძიუდოში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 12 ქართველი სპორტსმენი მიიღებს. საქართველოდან ტურნირზე 9 ბიჭი და 3 გოგონა მონაწილეობს.