იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა

16:59 11-02-2019
43

იაპონიაში, კუნძულ საცუმაიოზე ვულკანი ამოიფრქვა. „როიტერის“ ცნობით, სპეციალისტებმა ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 17:36 საათზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საცუმაიოს კუნძულზე დააფიქსირეს.

ვულკანის მიმდებარე რეგიონში საფრთხის მეორე დონე გამოცხადდა. მოსახლეობას კი, კრატერიდან ორი კილომეტრის რადიუსში გადაადგილება აეკრძალა.