მსჯავრდებულმა მომაკვდავი ძმა მკვლელობის ადგილზე მიატოვა - რა მოხდა ზესტაფონში 

16:38 11-02-2019

ძმის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 თვის შემდეგ სასამართლომ დამნაშავედ სცნო. 33 წლის გ.ფერაძეს 16 წლის პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ძმის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ყველა მუხლით დამნაშავედ არის ცნობილი.

სასტიკი და შემზარავი მკვლელობა 9 თვის წინ ზესტაფონის მუნიციპალტეტის სოფელ მარტოთუბანში მოხდა. 32 წლის გაგა ფერაძემ უმცროს ძმას, 25 წლის დავით ფერაძეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა.

მეზობლების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავემ იქაურობა დატოვა, თუმცა ძალოვნებმა მალევე, იმავე სოფელში დააკავეს. ძმამ ძმას გადაჭრილი თოფით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა და მომაკვდავი ადგილზე მიატოვა.

ძმის მიერ მოკლული დავითი ფერაძე მამასთან და ძმასთან არ ცხოვრობდა, ის 3 წლის გაანმავლობაში თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მკვლელობის დღეს ის სოფელში რამდენიმე საათის ჩასული იყო.