რას ყიდულობდნენ ნისიად ჩვენი წინაპრები XIX საუკუნეში

14:09 11-02-2019
115

როგორც ჩანს, „ნისიების რვეული“ ყველა საუკუნეში ყოფილა საჭირო. დღესაც ლამის ყველა პატარა მაღაზიას აქვს ასეთი რვეული და ალბათ ის შემთხვევაც გახსოვთ, გორში მაღაზია რომ გაქურდეს და მხოლოდ ნისიების რვეული წაიღეს. 

ოზურგეთის ისტორიის მუზეუმში დაცულია ნისიების რვეული, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდს მიეკუთვნება.

პროდუქტის ფასიც კი ღიმილს იწვევს. 

გურულები თურმე „სფიჩქას“, „ქართოფილს“, „პაპიროზსა“ და „კურუშკას“ „კაპიკებში“ იძენდნენ.

ბრინჯისა და „სფიჩქის“ ფასი ერთად 6 კაპიკი ყოფილა, „ქართოფილის“ და ხახვის - 13 კაპიკი,  „პაპიროზი“ და „სფიჩქა“ ერთად 6 კაპიკი ღირდა, ხოლო თუთუნს, ყველს, ჩაისა და ასანთს კი 55 - კაპიკად ყიდულობდნენ.