შსს-მ  სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა

10:39 11-02-2019

კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის,  სოფელ ქვემო ბოდბეში სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილის დაჭრეს. დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.