როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

09:18 11-02-2019
759

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება: წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.