ანიტა რაჭველიშვილის ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ!

01:16 11-02-2019
1645

მსოფლიო საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ. ამის შესახებ მომღერალმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ

„ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ.  მანქანით იყო შუქნიშანზე და ვიღაცა კაცი შეუხტა მანქანაში. მოახერხა და გააგდო მანქანიდან და ეგრევე დაძრა მანქანა. აღელვებისგან ვერ მშვიდდებოდა და იქვე გააჩერა რომ დამშვიდებულიყო.

ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა „გამიღეო“.

გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა, დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა! ბრავო ჩვენს უმაქნის პოლიციას და ბრავო სუფრაზე ვაჟკაცები ვინც ხართ და ქუჩაში ლაჩრები! აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე! უბრალოდ ის არ იციან რომ მე ვერაფრით შემაშინებენ! დასკვნები თქვენ გამოიტანეთ!(ძაააალიან დიდი იმედი მაქ რომ  უბრალოდ ვიღაცა გიჟი იყო, აი თქვენთვისვე აჯობებს) - წერს ანიტა რაჭველიშვილი.