ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

00:26 11-02-2019
435

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაზარალებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მხარში აქვს მიყენებული. ის, თავდაპირველად, ქალაქ წნორში, არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ახლა, დაჭრილი მამაკაცი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარი დაჭრისთვის ერთი პირია დაკავებული. პოლიციამ დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი უკვე ამოიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაცით, შემთხვევამდე მხარეებს შორის კონფლიქტი იყო.

დაჭრილი მამაკაცი, სოფელ მირზაანში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შვილია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი