„მგონი დროა, პეტრე ცაავას წარსული ცნობილი, გახდეს საზოგადოებისთვის!„ - საპატრიარქოს ტელევიზის ყოფილი ჟურნალისტები

00:26 11-02-2019
17454

2008 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“, თუმცა ამ თანამდებობიდან ის გასულ წელს გადააყენეს. 
სოციალურ ქსელში ამავე ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლები  მღვდელმთავრობიდან გადაყენებულ პეტრე ცაავას ეხმაურებიან, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.   

„მეუფე, პეტრე ცაავა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, თუმცა, აქვე დავძენ, ტელევიზიის არა გაეგებოდა რა. ეს ჩემი აზრია. უფრო მეტიც, შეუძლებელი იყო არ დაგენახა დილის გადაცემა განთიადის, ხელმძღვანელის ფასდაუდებელი შრომა. არ მოვნიშნავ, თუმცაღა, ჩემი სიყვარული მისდამი და მაღალი დონე განუსაზღვრელია! პარასკევი იყო, ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ვემზადებოდით, რა დროსაც ბატონმა ,,ცაავამ“ გაუგებრობა წარმოშვა და იძულებლი გავხდით, განთიადის, მთლიან ჯგუფს, ხელმძღვანელთან ერთად, ტელევიზია დაგვეტოვებინა! განვმეორდები, დღე წითელი პარასკევი... მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მაგრამ დილის გადაცემა განთიადმა ვერ დაიბრუნა, ის მაღალი დონე, რასაც მაშინ ახერხებდა განთიადის გუნდი და რა თქმა უნდა ეს გადაცემის ხელმძღვანელის დამსახურება იყო... ათი წლის უკან ჩაიდინა პეტრე ცაავამ პილატეს საქციელი..... არცერთი, თავისი ქმედება, ცილისწამება, გულგრილობა, უსამართლობა არ გაგიკვირდეთ!.. მგონი დროა, პეტრე ცაავას წარსული გახდეს ცნობილი, საზოგადოებისათვის! - წერს თეკლა სიხარულიძე.

„თავისიანებისთვის უდავოდ ადვილად ბევრი რამე გააკეთა, ყველას თავისი კალთა გადააფარა მაგრამ შედეგად რა მივიღეთ; ყველას ვისაც მოუნდებოდა და ამბიცია გაუჩნდებოდა ტელევიზიაში მუშაობის, თანაც გადაცემების გაკეთების და თუ ის მისი ახლობელი იყო,ყველა მოყარა ტელევიზიაში... პროფესიონალები ხომ გაუშვა და გაუშვა... არა და თავიდან რა კარგად დაიწყო... რამდენი რამე გაგვიკეთებია ტვ- სთვის და ერთი მადლობის ღირსიც არ გაგვხადა... ყველა მოიშორა... ან დანარჩენებს თავზე დაგვასვა ყველა ტელევიზიის უცოდინარი.....რამდენი ადამიანი გაუშვა. მე პირადად ორჯერ და რატომ? რომ მახსენდება მბურძგლავს- წერს რუსუდან დადეშქელიანი.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ეპაქრიის მმართველი პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გადააყენა, რასაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხრიდან სკანდალური განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, პატრიარქმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და დასაჯეს იმიტომ, რომ „ეკლესიაში მამათმავლები და პიდარასტია ამხილა“.