ვინ არის პრემიერის აპარატის ახალი უფროსი - ცნობილი ბაბუა და წარმატებული კარიერა

00:17 11-02-2019
46865

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის ვინაობა ცნობილი გახდა, ამ პოზიციას გიორგი სახოკია იკავებს. ჰყავს დედა, მეუღლე - სალომე დეკანოიძე და ორი შვილი: თედო და სანდრო. თედო სახოკია, დიდი ბაბუის მოსახელეა.

გიორგი სახოკია ცნობილი ქართველი მწერლის, მთარგმნელის, ეთნოგრაფისა და ლექსიკოგრაფის თედო სახოკიას შვილთაშვილია.

ის 161-ე სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სახოკია სტუდენტობამდე წარმატებული წყალბურთელი იყო. გატაცებულია მოტოციკლებით. 14 წლიდან მუშაობს, მისი პირველი სამუშაო კომპიუტერულ პროგრამირებას უკავშირდება. შემდეგ, კარიერა საჯარო სამსახურში განაგრძო. მერე ესტონეთში დიპლომატიის აკადემიაში სწავლობდა.

სტუდენტური სამუშაოების შემდეგ, საჯარო სამსახურში დაიწყო მუშაობა. 2013 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი იყო,  შემდეგ, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მერე კი,  ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ახლა, პრემიერის  აპარატის უფროსია. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური