ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

Meghan Markle released strawberry jam

მსოფლიო 1713883385

მეგან მარკლმა მარწყვის ჯემი გამოუშვა

მეგან მარკლი ბრენდს აფუძნებს - პირველი პროდუქტი მარწყვის ჯემია. სასექსის ჰერცოგინიამ, პრინც ჰარის ცოლმა, ბიზნეს საქმიანობა ახლახან წამოიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზი ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.კომპანიის სახელია Riviera Orchard. ის ოპერირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყებს. მარკლი ამის შესახებ საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ მენეჯმენტში, დიზაინსა და წარმოებაში ის სრულად იღებს მონაწილეობას.ბრენდის გაფორმებაში ჰერცოგინია დიზაინერ ტრეისი რობინსთან თანამშრომლობს. მარწყვის ჯემის ფოტო ინსტაგრამ გვერდზე სწორედ მან გაასაჯაროვა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კალიფორნიაში ცხოვრობენ.პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯემის პირველი 50 ქილა სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათთან აქტიური თანამშრომლობის მიზნით, უკვე გაიგზავნა. 

tik tok

მსოფლიო 1713880320

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას. როგორც ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამბობს, ამ ფუნქციას შეუძლია დამოკიდებულება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში.„ტიკ ტოკ ლაითის“ დაჯილდოების პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სხვადასხვა დავალების შესრულების სანაცვლოდ, ქულები დააგროვონ. ამ დავალებებს შორის არის ვიდეოს ნახვა, სხვადასხვა გვერდის მოწონება და მეგობრების მოზიდვა.ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს სისტემა საფრთხეების დეტალური შეფასების გარეშე ამოქმედდა. კერძოდ, ასეთ საფრთხეებად დასახელებულია პლატფორმაზე დამოკიდებულების ზრდა.ევროკომისიამ „ტიკ-ტოკ ლაითს“ აპლიკაციის რისკების შეფასების ანგარიშის წარდგენა 17 აპრილს მოსთხოვა, თუმცა კომპანიამ ის დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ახლა „ტიკ-ტოკს“ ამ დოკუმენტის წარდგენისთვის ვადა 3 მაისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისიას პლატფორმის დაჯარიმება ან „ტიკ-ტოკ ლაითის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალვა შეუძლია.„ტიკ-ტოკის“ ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულები არიან ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო და ამტკიცებენ რომ დაჯილდოების სისტემა არ არის ხელმისაწვდომი 18 წლამდე პირებისთვის.

ვარჯიში

რჩევები 1713879840

რამდენად აუცილებელია დღეში ათი ათასი ნაბიჯის გადადგმა

მოსაზრება, რომ ყოველდღიურად ათი ათასი ნაბიჯის გავლა გჭირდებათ, მარკეტინგული ხრიკია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.იმისათვის, რომ სხეულმა სიარულისგან სარგებელი მიიღოს, საკმარისია დღეში ოთხი ათასი ნაბიჯის გადადგმა.ოპტიმალური დღიური ნორმა, არის 8-10 ათასი ნაბიჯი 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის და 6-8 ათასი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს ათი ათასი ნაბიჯის წესმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.რისკების აღმოსაფხვრელად მიმართეთ ექიმს და ინდივიდუალურად შეარჩიეთ ფიზიკური დატვირთვის ოპტიმალური ინტენსივობა.დღეში ათი ათასი ნაბიჯის წესი უკვე დიდი ხანია ჯანმრთელობის შენარჩუნების უნივერსალურ მეთოდად ითვლება. თუმცა, ამ მოსაზრებას აქვს ექსკლუზიურად მარკეტინგული ისტორია: 1965 წელს იაპონიაში გამოუშვეს მსოფლიოში პირველი კომპაქტური პედომეტრი, რომელიც 10 ათასი ნაბიჯის მიღწევის შემდეგ ნულამდე ბრუნდებოდა. ასე რომ, აზრი ჰქონდა ციკლის დასრულებას დღის განმავლობაში.

irakli

პოლიტიკა 1713879383

ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი - ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე

ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი "ქართუს" მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთის აღორძინებაში მას სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუშალა ხელი. ლატარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება რაგბის აღორძინება და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი აქვს გაკეთებული თავისი ქვეყნის სარაგბო სფეროს განვითარებისთვის.„ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს. ეს ის ივანიშვილია, რომელმაც ააღორძინა ქართული რაგბი და მსოფლიოში - ვიმეორებ, მთელს დედამიწაზე, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამდენი ჰქონდეს გაკეთებული თავისი ქვეყნის რაგბისთვის... მგონი, საკმაოდ კარგად დაეტყო ჩვენს რაგბის მისი ხელი... ამავე დროს არ დავივიწყოთ, რომ ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა და იცით რატომ? იმიტომ რომ, ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი... ივანიშვილს ვცემ პატივს 2007 წლიდან ჩემი მეგობრის ოჯახს რომ წლობით სიცოცხლე აჩუქა იქიდან და რა თქმა უნდა - ასჯერ მეტ პატივს ვცემ ახლა და რატომ? იმიტომ რომ, საქართველოს არ ჰყოლია ადამიანი, ვისაც იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს საკუთარი ქვეყნისთვის. რამდენიც - ბიძინა ივანიშვილს....“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

სული

საზოგადოება 1713879180

VIDEO: „არსებობს თუ არა „დამავოი“, რომელიც ნივთებს აადგილებს“ - მამა საბა ჭიკაიძის განმარტება

არსებობს თუ არა "დამავოი", რომელიც ნივთებს აადგილებს და როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის წევრის შეკითხვას პასუხობს.მოძღვრის შეფასებით, ეს ყველაფერი ბოროტ ძალას უკავშირდება.ვრცლად ↓