სალომე ადეიშვილმა სკანდალური პოსტის შემდეგ ფეისბუქგვერდი გააუქმა

22:13 11-01-2019
3436

ყოფილმა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა ფეისბუქგვერდი გააუქმა. ყოფილი პროკურორის დედა ლალი თადუმაძე „პრაიმტაიმთან“ არ გამორიცხავს, რომ მის შვილს აწუხებდნენ.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ გააუქმა. ან აწუხებდნენ, ან თვითონ ჩათვალა ასე საჭიროდ. რა ვიცი, როგორ გითხრათ. ფეისბუქს არასაგანგებო სიტუაციაშიც აუქმებს ხალხი და მართლი გითხარათ, არ ვიცი. მე ხან რითი ვეკონტაქტები და ხან რითი", - ამბობს ლალი თადუმაძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ადეიშვილმა პროკურატურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 22 ოქტომბერს გაავრცელა. ადეიშვილი პოსტში პროკურატურაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე, უკანონობასა და ზეწოლაზე საუბრობს.

ყოფილი პროკურორი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. მის ოჯახში ადასტურებენ, რომ მან სკანდალური პოსტი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ გამოაქვეყნა.