გლდანის ციხეში პატიმარმა ფეხებზე ლურსმნები დაიჭედა

22:10 11-01-2019
231

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, პატიმარმა გლდანის ციხეში თვითდაზიანებები მიიყენა. მან ფეხები ლურსმნებით დაიჭედა. ბესო ცუცქირიძე 7თვეა წინასწარ პატიმრობაშია. მას გამოძიება მანქანიდან საწვავის მოპარვას ელოდება.

„მთავარის“ ინფორმაციით, არც მძღოლი და არც მანქანის პატრონი არ ჩივიან, არ არის მტკიცებულებად თითის ანაბეჭდები და არ არსებობენ მოწმეები.

ცუცქირიძის ოჯახის წევრები სასამართლოს დასრულებას ელოდებიან. ამბობენ, რომ მოწმეები ადასტურებენ, რომ ცუცქირიძე არა ქურდობის ადგილას, არამედ სულ სხვაგან იყო.

„ფეხებში ლურსმნები გაიყარა, შეეცადა ამ გზით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“ - აცხადებენ ოჯახში. ინციდენტის დროს, ის სოფელ გიორგიწმინდაში საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა. ცუცქირიძე მამუკა კაპანაძემ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა დააკავა. პირში ღრუბელი ამოუსვეს და ამ გზით დნმ-ის მასალა აიღეს და ასე მოხვდა ცუცქირიძის დნმ-ი შლანგზე.“ - აცხადებენ ცუცქირიძის ოჯახის წევრები.  

ის წარსულში ნასამართლევია და ოჯახის წევრები ცუცქირიძის დაკავებას ამ გარემოებას უკავშირებენ. მას შესაძლოა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.