ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გოგი გოგოლაძე

საზოგადოება 1711621740

VIDEO: გაიცანით ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძე - კაცი, რომელსაც ეროვნული ნაკრების არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.როგორც გაირკვა, ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი ნაკრების არცერთი თამაში არ გაუცდენია.სურამიდან ბილეთებისთვის თბილისში ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში.დღეს ეს ადამიანი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარია და თავად ჰყვება ამ ემოციის შესახებ. 

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1711621612

„მადრიდში დაგეგმილი ყველა აქტივობა გავაუქმე“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს…ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა:„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც „ევროვიზიაა“. ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი.შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არც ერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ!..“

შაკირა

ტაბლოიდი 1711621440

ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ - შაკირა

22 მარტს შაკირამ ახალი, რიგით მე-12 სტუდიური ალბომი გამოუშვა. კოლუმბიელი მუსიკოსის მორიგ ნამუშევარს Las Mujeres Ya No Lloran("ქალები აღარ ტირიან") ჰქვია და ჟანრობრივად მრავალფეროვან 17 ესპანურენოვან სიმღერას მოიცავს. შაკირასთვის ეს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული პირველი ალბომია, რომელმაც მის პირად ცხოვრებაში მომხდარი ამბები, მათ შორის, ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან დაშორებაც ასახა. თუმცა, მუსიკოსის თქმით, სწორედ დაშორებამ მოუტანა თავისუფლება.„ჩემი ქმრის გამო, დრო არ მქონდა", - ჰყვება შაკირა ჯიმი ფელონის შოუში, - „ახლა კი, ქმარი აღარ მყავს. ჰო, ქმარი უკან მხევდა. ახლა თავისუფალი ვარ და მუშაობა შემიძლია".პიკესთვის ჩემი კარიერა გვერდით გადავდე - შაკირა ყოფილ ქმართან ურთიერთობაზეცოტა ხნის წინ მუსიკოსმა ახალი ალბომის შექმნის პროცესზეც ისაუბრა და მას „ალქიმიური" უწოდა.„ყოველი სიმღერის დაწერისას, ჩემს თავს ხელახლა ვაყალიბებდი", - ამბობს შაკირა, - „მათი მღერისას კი, ჩემი ცრემლები ბრილიანტებად იქცა, ჩემი დაუცველობა - სიძლიერედ"."ბრილიანტებად ქცეული ცრემლების" მნიშვნელობას შაკირამ ჯიმი ფელონის შოუშიც გაუსვა ხაზი.„დიდი ხნის განმავლობაში, ქალებს გაწერილი სცენარით მოგვიწოდებდნენ დაუსრულებელი ტირილისკენ", — აღნიშნავს პოპვარსკვლავი, — "ამასთან, ტკივილი ჩვენი შვილებისგან, საზოგადოებისგან უნდა დაგვემალა. განსაზღვრული გზით უნდა გამოვკეთებულიყავით. ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, გვითხრას, როგორ გამოვკეთდეთ. არავის აქვს უფლება, ძუ-მგელს [მინიშნება თავის ალბომზე She Wolf] უთხრას, როგორ მოირჩინოს ჭრილობები. ახლა ქალები წყვეტენ, როდის, როგორ და რამდენი ხნით იტირონ. ვერავინ გვეტყვის, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს".ახალ ალბომში შემავალი ერთ-ერთი ტრეკი არგენტინელ პროდიუსერთან, DJ Bizarrap-თან, კოლაბორაციით ჩაწერილი სიმღერაა, რომელშიც შაკირა პიკეს დასცინის. სიმღერამ შარშან იუთუბზე რეკორდიც მოხსნა.შაკირა და პიკე ერთმანეთს 14 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი 2022 წლის ზაფხულში დაშორდა.

პროკურატურა

სამართალი 1711621173

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს, ჟან-ფრანსუა ტონის და ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, ფილიპო მუსკას შეხვდა.გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე.შეხვედრის ფარგლებში, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რეგიონული სასწავლო პლატფორმა (REACT) გააცნეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამის განხორციელება იგეგმება. სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.შეხვედრის დასასრულს მხარეები საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი მამარდაშვილი

სპორტი 1711621170

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება?

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს.Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზრდა და ამჟამად, 35 მილიონ ევროს შეადგენს.