„საცოდავო!... უზრდელო!..“ - დაპირისპირება ზუგდიდის მერიაში

22:07 11-01-2019
90

ზუგდიდის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გიორგი შენგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა მერი ნეპოტიზმში და შეუსრულებელ დაპირებებში დაადანაშაულა. გარდა ამისა, წითლიძემ შენგელიას უთხრა, რომ მისი მერობის პირობებში „ქურდული გარჩევების“ ფაქტებმა იმატა და ეს მასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან მერის არჩევნებში სწორედ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ანა წითლიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი შენგელიას კითხვებით მიმართადა პასუხები მოითხოვა. მან გიორგი შენგელია ნეპოტიზმსა და კორუფციული გარიგებების ლობირებაში დაადანაშაულა. წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ ზუგდიდი გახდა ნარკობარიგების ქალაქი, რასაც დარბაზიდან რეპლიკები მოჰყვა.

დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ წითლიძეს ცრუპენტელა უწოდა. წითლიძემ გეგა შენგელიას ფოტოსურათები დაულაგა, სადაც როგორც წითლიძემ განმარტა, მერის ახლო ნათესავები იყვნენ, რომლებიც შენგელიას მერობის დროს დასაქმდნენ.

კერძოდ, გიორგი შენგელიას ბიძაშვილი გიორგი ქანთარია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ააიპშია დასაქმებული, დაცვის უფროსის პოზიციაზე. ასევე, ლაშა ბოხუა, რომელიც მერის მეგობარი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას ნათესავია, და რომელსაც 18 ტენდერი აქვს მოგებული.

გიორგი შენგელიამ განმარტა, რომ მისი დეიდაშვილობა არ ნიშნვს ნეპოტიზმს, ხოლო რაც შეეხება ქურდულ საამყაროს, განაცხადა, რომ ეს არის აბსურდული ბრლდება. ტენდერების თემაზე კი აღნიშნა, რომ ის თვითონ არის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ერთი და იგივე კომპანია იგებს ტენდერებს, რადგან კომპანიის შერჩევა ხდება შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

 

ავტორი: თეა შონია