კომპანიებთან, რომლებიც, აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარს არ იტყვიან, აქციებს გავმართავთ - ანა დოლიძე

20:48 11-01-2019
73

ანა დოლიძე ხელისუფლებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ყველა იმ კომპანიასთან აქტივისტებთან ერთად აქციას გამართავს,  რომლებიც უარს აზარტული თამაშების რეკლამირებაზე არ იტყვის.

„პეტიცია უნდა დავარეგისტრიროთ. მერე მოხალისეების ხელმოწერების შეგროვებაში უნდა დაგვეხმარონ. თუ ხელისუფლება არ მოისმენს, მაშინ მადლობა ღმერთს საჭირო გამოცდილება გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ ყინული უკვე დაიძრა და ჩვენ აქ ვართ აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

„ყოველი დღე თითო სიცოცხლედ გვიჯდება. თითოეულ იმ კომპანიასთან მივალთ და გავაპროტესტებთ, რომლებიც უარს აზარტული თამაშებს რეკლამირებაზე არ იტყვიან“ - ამბობს ანა დოლიძე.

მადლობა პირველ რიგში, სანდრო ბერაძეს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეროვნულ ბიბლიოთეკას და ლიდერს, პალიტრანიუსს, მათ უარი თქვეს აზარტული თამაშების რეკლამირებაზე, მაგრამ იმ კომპანიებთან, რომლებიც უარს რეკლამაზე არ იტყვიან, აქციებს გავმართავთ და ასე გავაპროტესტებთ“ -  განუცხადა „პრაიმტაიმს“ ანა დოლიძემ.      

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური