20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულმა ცოტნე ცოტნიაშვილმა ბრალი აღიარა და საპატიმრო დატოვა

18:38 11-01-2019
163

20 ივნისის მოვლენებზე ერთ-ერთმა  დაკავებულმა ცოტნე ცოტნიაშვილმა ბრალი აღიარა და საპატიმრო დატოვა. ბრალდებულის თქმით, ის თავს დამნაშავედ ცნობს. მას პატიმრობა 2 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

„კონკრეტულად მედავებიან ჯგუფურ ძალადობას, რომელსაც არ ვაღიარებ. ვაღიარებ კადრებს და სპეცრაზმელზე ძალადობას. მე არავის ვიცნობდი, გავიცანი აქ სასამართლოებზე“,- განაცხადა ცოტნიაშვილმა.

როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საფრთხეები აღარ არსებობს.

„საფრთხეები, რომლებიც საფუძვლად დაედო პატიმრობის შეფარდებას მივიჩნიეთ რომ მათმა ინტენსივობამ მოიკლო და ამ ეტაპზე საფრთხეების ზომიერი ამ ეტაპზე გირაო იყო“,- აღნიშნა გიორგი მუკბანიანმა.

ცნობისთვის, ცოტნე ცოტნიაშვილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებზე იყო დაკავებული.