ილია II-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამებაში კვირას შეიკრიბებიან

17:25 11-01-2019
2205

ილია II-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამებაში კვირას შეკრებას გეგმავენ. „უწმინდესის სიყვარულისთვის“ შემდეგი სახელით შეიქმნა სოციალურ ქსელში ღონისძიება, სადა წერია, რომ კვირას 12:00 საათზე სამების ლავრის ეზოში პატრიარქის თანადგომას გამოხატავენ. 

„მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ მივაწვდინო სიყვარულის და თანადგომის ხმა ჩვენს უწმინდესს. მგონია რომ, უმრავლესობა თქვენთაგანი იგივე აზრზეა.

ვფიქრობ, შევიკრიბოთ კვირას, 12:00 საათზე, სამების ლავრის ეზოში და გამოვხატოთ ამით მშვიდათ ჩვენი სიყვარული და თანადგომა ჩვენი უწმინდესის მიმართ,“ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა. ბრძანება საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ბრძანების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი დაინიშნა. განცხადების მიხედვით მეუფე პეტრე კი შიმოღვიმის მონასტერში განმწესდა.