ერეკლე ბადურაშვილის ფილმის პრემიერა სტამბულში იგეგმება

17:25 11-01-2019
120

ერეკლე ბადურაშვილის ფილმის - „ხიდის“ მონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. მასზე რეჟისორი გიორგი თავართქილაძე მუშაობს. გიორგი, ამ ფილმზე მუშაობისას, ერეკლეს ასისტენტი იყო. 

 ქართულ-თურქული კო-პროდუქციის დარჩენილი სცენები ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ სწორედ თავართქილაძემ გადაიღო. 

ფილმში თამაშობენ - ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სალომე გოგიაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე. ასევე თურქი მსახიობები. 

როგორც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ზურაბ ცინცქილაძე „პრაიმტაიმს“ უყვება,  პრემიერა წლის ბოლოს სტამბულში იგეგმება.  

ზურაბ ცინცქილაძე: - ჩვენ უცხოეთმოვლილი ხომ უფრო მოგვწონს ხოლმე, არიქა, უცხოეთში მოიწონესო და მერე უფრო ვაფასებთ. 

ზურაბ ცინცილაძის გმირი, დავით მიქელაძე ხრუშჩოვზე თავდასხმის ბრალდებით ტოვებს ოჯახს და საქართველოს და თურქეთში მიემგზავრება. ბოლოს უბრუნდება სამშობლოს. 

„სხვათა შორის, კინოსტუდიაში ვიყავი და  მერაბ კოკოჩაშვილმა მითხრა, მგონი, კარგი გამოდისო და ეს უკვე ნიშნავს, რომ კარგია. მონტაჟის ნაწილი ნახა ბუბა ხოტივარმა და კარგიაო, მანაც“ - გვიყვება ცინცქილაძე. 

ავტორი: თამარ გონგაძე