„ოცნების“ მინისტრები ადუღებულ ქვაბში რომ დავადნოთ, ერთი სანდრა არ გამოვა მათგან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

16:55 11-01-2019
1838

„სანდრა რულოვსს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისათვის, მისნაირი ადამიანი „ქართულ ოცნება“-ში საერთოდ არ მოიძებნება“, - ასე ეხმაურება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი სანდრა რულოვის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესებას.

კომენტარიც კი დავუწერე, რომ დღევანდელ მმართველ გუნდში „ოცნების“ მინისტრები, წულუკიანი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სხვები, ყველა ერთად რომ დავადნოთ ადუღებულ წყლიან ქვაბში, მათგან ერთი სანდრა არ გამოვა. სტიპენდია 13 ბავშვს დაენიშნა - ათ ქისტს, რომლებიც თემირლანის თანაკლასელები არიან და თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ და სამ ქართველს. თითოეული მათგანი 150 ლარს ერთი წლის განმავლობაში მიიღებს“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მალხაზ მაჩაიკაშვილი.

ავტორი: თამთა დადეშელი