იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს

16:44 11-01-2019
1653

იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს. ამის შესახებ იღუმენიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის ამ ფორმით მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებს. 

„შეხვედრის შემდეგ დავტოვებ სალხინოს წმინდა ნინოს დედათა მონასტერს“, - განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან სინოდის გუშინდელ სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა. 

ავტორი: თეა შონია