„მღვდლებს ძალით დაურიგეს ჯიპები“ - სასულიერო პირმა შავი ჯიპების „სქემა გაშიფრა“

16:03 11-01-2019
1851

„წინა ხელისუფლების დროს მღვდლებს ძალით დაურიგეს ჯიპები, ბევრი არ იღებდა ამას. მერე პატრიარქმა თქვა მოგვცეს და უხერხულია რომ არ ავიღოთო“,- ამის შესახებ ვაშლიჯვრის მაცხოვრის სახელობის დეკანოზმა, დავით ქვრივიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიასთან ბრძოლა უკვე დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს და ამ ბრძოლის მიზანს ქართველების მენტალიტეტის შეცვლა წარმოადგენს.

„ეკლესიასთან ბრძოლა დიდი ხანია მიდის და მისი მთავარი მიზანი ქართველების მენტალიტეტის შეცვლაა. მიშა სააკაშვილი იძახდა, რომ 15 წელში ახალი ქართველი მეყოლებაო. ბავშვებს ბუჩქებისკენ მოუწოდებდა, რაღა დროს ქალიშვილობააო. გარდა ამისა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მამათმავლობის აღლუმი არ ჩატარებულა. იერუსალიმში ჩაატარეს.

ეს ბრძოლა დაიწყო წინა ხელისუფლებამ, მანამდე კომუნისტები ებრძოდნენ. როცა სამთა სინოდის შემოღება უნდოდათ იმისთვის,რომ პატრიარქი აღარ ყოფილიყო. ეს იყო პირველი ლახვრის ჩარტყმა ეკლესიისთვის. ჩვენი ქვეყანა თუ რამით ამაყობს ეს არის ავტოკეფალია.

ამასთანავე, წინა ხელისუფლების დროს მღვდლებს დაურიგეს ჯიპები. ბევრი მღვდელმთავარი არ იღებდა ამას, ძალით დაურიგეს, ძალიან ბევრმა არ მიიღო. მერე პატრიარქმა თქვა მოგვცეს და უხერხულია რომ არ ავიღოთო. და ნახეთ დღემდე შავი ჯიპების თემა არ დაძველებულა“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ქვრივიძემ.

ცნობისთვის, გუშინ სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და სკანდალური ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე. 

სკანდალუმა განცხადებამ სრულიად ერი აალაპარაკა: პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მეუფე პეტრეს აკრიტიკებენ.

ავტორი: ნინი ტაველიძე