„ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი“ - ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეზე

15:40 11-01-2019

მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავას ნაცვლად უხელმძღვანელებს, ეპარქიაში მივიდა.მას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავართან ერთად მრევლი და სხვა სასულიერო პირები ხვდებიან.

„მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა, პატიება“, - ასე მიესალმა მიტროპოლიტი გრიგოლი ეკლესიის ეზოში შეკრებილ მრევლს, სასულიერო პირებს და ასევე აღნიშნა: „ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი“, - განაცხადა მღვდელმთავარმა გრიგოლმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: სურდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.

„მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელი მეუფე პეტრესთან იყო ასეთი საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. მესამე წელი ასე ვთქვათ, მეუფე პეტრესთან იყო ერთი გაფრთხილება, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და უკვე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გუშინ გადააყენა.

ავტორი: თეა შონია