„შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან ფოტოსესიას აქვეყნებს

15:30 11-01-2019
96

ფილმ „შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან ფოტოებს სახელწოდებით Once Upon a Time in America „ფეისბუქზე" აქვეყნებს. წინასაოსკარე კამპანიისთვის ამერიკაში 28 ოქტომბრიდან ფილმის პროდიუსერები - ედმონდ მინაშვილი, ვოვა კაჭარავა, რეჟისორი დიტო ცინცაძე და მსახიობი დათო ბახტაძე იმყოფებიან. 

„გვაქვს შეხვედრები, საქმიანი ვახშმები და სხვადასხვა ტიპის ვიზიტები. აქტიურ წინასაოსკარე კამპანიას 13-14 ნოემბერს დავიწყებთ. ფრომოუშენისთვის კარგად ვართ მომზადებული და მეტიც, „შინდისს“ უპრეცენდენტო ფრომუშენს ვუკეთებთ. ამერიკელ აგენტებთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. ისინი ადგილობრივ ფრომოუშენს გვიკეთებენ. ამერიკის კინოაკადემიის წევრებისთვის 12 კინოსენასი გვაქვს დაგეგმილი. დათო ბახტაძე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და ლოს- ანჯელესში ცხოვრობს, „შინდისის“ ფრომოუშენში სანაცნობო ჰყავს ჩართული. მაქსიმალურად მობილიზებული ვართ და ის ხალხი გვყავს მოპატიჟებული, ვინც ამ ღონისძიებაში გამარჯვებისთვის ამინდს ქმნის. ლოს-ანჯელესიდან 21 ნოემბერს დავბრუნდებით და გარკვეული შედეგები გვექნება” – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ედმონდ მინაშვილი.

ფილმმა ვარშავის საერთაშორისო ა კლასის კინოფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა - გრან პრის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.  

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე